LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჰერეთის” ბრენდით ლიმონათის შემდეგ ბაზარზე უკვე წყალიც გამოჩნდა

1200

შპს „განთიადმა” ლიმონათის შემდეგ უკვე წყლის წარმოებაც დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, წყალი ”ჰერეთის” სახელით გამოდის და ის ლიტრიან, ნახევარლიტრიან და 3-ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.

გარდა ამისა, კომპანიას ახალი დაწყებული აქვს ლიმონათის წარმოებაც. ”იმის ფონზე, რომ ქართული ბაზარი ლიმონათის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების დეფიციტს არ განიცდის, სტარტით კმაყოფილები ვართ. საკმაოდ კარგი გაყიდვები გავაქვს და მომავალშიც უფრო მეტ წარმატებას ველით”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ლიმონათი ”ჰერეთის” რეალიზაცია აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება –  ძირითადად თბილისში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებსა და კახეთის რეგიონში. რაც შეეხება პროდუქციის სახეობებს, შპს ”განთიადი” აწარმოებს: მსხლის, ტარხუნის, ატმის, ლიმნის, ფორთოხლის, საფერავის, ჟოლოს, ალუბლის და კოლას ლიმონათებს.  პროდუქციის ჩასაბარებელი ფასი კი 40 თეთრიდან იწყება და 70 თეთრამდეა.

”გვაქვს ლიტრიანი და ნახევარლიტრიანი ლიმონათები.  პირველს ვაბარებთ 70 თეთრად, მეორეს კი-40- ად. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ეს უკვე მაღაზიებზეა დამოკიდებული. თვიურად საშუალოდ 100-დან 150 ათასამდე ბოთლს ვასხამთ. თუმცა, წარმოების გაზრდას ვგეგმავთ, ვინაიდან მომავალში ექსპორტზე გასვლას ვაპირებთ”, – განმარტეს შპს ”განთიადში”.

კომპანიამ ლიმონათის წარმოება 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. ქარხანა ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და აქ 50 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g