ისეთ ტემპერამენტულ ქალაქში, როგორიც ნიუ იორკია ადამიანს მუდმივად სჭირდება თერაპია ბრაზის სამართავად.
სხვადასხვა პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი ემოცია ხშირად იძლევა იმპულსს მოქმედებისათვის. სწორედ ამიტომ მეგაპოლისის ქუჩებში გაბრაზებული გამვლელებისთვის კრივის ტომრები გამოჩნდა, რომლებზეც მოქალაქეები ჯავრს უფასოდ ამოიყრიან.
კრივის ტომრები მანჰეტენზეა განთავსებული. ტომრებზე განთავსებული წარწერა გამვლელებს უარყოფითი ემოციების დაცლისკენ მოუწოდებს.
“საჯარო კრივის ტომარა, რისკები თავად განსაზღვრე”- წერია ტომარაზე.
იდეის ავტორების თქმით, ტომრები ადამიანების პრობლემების შესამსუბუქებლად შეიქმნა.