ამერიკელი მწერალი და აქტივისტი ეშტონ ეფლვაითი როგორც კი 55 წლის გახდა (ახლა 66 წლისაა), მაშინვე თმა ვერცხლისფრად შეიღება, ოღონდ კიმ კარდაშიანის მსგავსად კი არა, სტანდარტულად, არამოდურ ვერცხლისფრად.
„ვიდექი ესკალატორის თავში და ვფიქროდი, განა მაგარი არ იქნება, ყველამ რომ ჩვენი შევერცხლილი თმა დავიტოვოთ ან ასე შევიღებოთ, ამის მერე მთელი მსოფლიო დაინახავს რამდენი ვართ , როგორი ლამაზები ვართ და როგორი განსხვავებულები”, – ამბობს მწერალი.
ის თვლის, რომ მედიიდან არასწორი მესიჯები მოდის: “საზოგადოება ნაოჭებით არამიმზიდველია, ასაკოვანი ხალხი უუნაროა, ასაკის მატება ძალიან საშიშია”.
„იმისთვის რომ ასაკს ვებრძოლოთ, პირველი ნაბიჯია, დავაკვირდეთ, ჩვენს დამოკიდებულებას ასაკის მიმართ, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება შეიძლება ქვეცნობიერად გვქონდეს და ამას ვერ გავიგებთ, თუ არ დავფიქრდებით. ყველა ცვლილება აქედან იწყება”, – ამბობს ეფლვაითი.
ის გვირჩევს, არასდროს ვუთხრათ ასაკოვან ადამიანებს კომპლიმენტი, რომ ის გამხდარია, ძლიერია ან უფრო მოდური, ვიდრე მისი ასაკის სხვა ქალები. “არ გამოიყენოთ ისეთი ზედსართავი სახელები ასაკოვან ხალხზე, რასაც მაგ. ახალგაზრდებზე არასდროს იტყოდით”.
“ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ასაკით. ეს ნიშნავს, რომ არ ინანოთ ყოველი დილა, როცა კიდევ ერთი ნაოჭით გაიღვიძებთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება და ასაკი, რაც გაიარეთ – ეს თქვენი პრივილეგიაა”.