ანდრეა პირლომ სასამართლოს მიმართა და ალესანდრო პალაცოლოს უჩივლა. 48 წლის თაღლითი ყოფილი იუველირია. ის 2 წელი უფასოდ იღებდა ტანსაცმელს და ძვირფასეულობას ბუტიკებში, რადგან თავს პირლოდ ასაღებდა.
La Gazzetta della Sport-ის ცნობით, პოლიციამ გამოძიება ფეხბურთელის მიმართვის შემდეგ დაიწყო, რომელიც შეწუხდა, რადგან მფლობელები იმ ვალების დაბრუნებას თხოვდნენ, რასთან კავშირი არ ქონია.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ პირლოს ორეულმა ბუტიკების მფლობელები მოატყუა ტურინში, ბრეშიასა და ნეაპოლში. ის მუდმივად ითხოვდა ფასდაკლებებს და განსაკუთრებულ მომსახურებას და მოქმედებდა ქალ თანამზრახველთან ერთად.
თავად პალაცოლო არასდროს გამოჩენილა მაღაზიებში. ის ტელეფონით რეკავდა, თავს პირლოდ აცნობდა, მოელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რომ მისი თანაშემწე მივიდოდა. ქალი კი წამოსვლისას იბარებდა: „ანდრეა იზრუნებს, რომ ანგარიში დაფაროს“.
ასევე ამბობენ, რომ მოხერხებული თაღლითი პირლოს ექიმთან მოლაპარაკებასაც ცდილობდა „გამარტივებული სამედიცინო კვლევებისთვის“. გარდა ამისა, მან საზეიმო ღონისძიების მოსაწვევი გაჩითა, ვითომ პირლოს ძმა იყო.
ტურინის პოლიცამ პალაცოლო და მისი დამხმარე სატელეფონო მოსმენებით დააკავა. მარტივად ცხოვრების მოყვარულებს ციხე ელოდებათ.