LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტურისტული კომპანია ჩერნობილში ტურისტულ პაკეტს 1200 ლარად ყიდის

517
chernobilitour

ქართული ტურისტული კომპანია მსოფლიო ტენდენციას აჰყვა, რომლის მიხედვითაც, HBO-ს მიერ გადაღებული მინისერიალის „ჩერნობილის“ შემდეგ ამ მიმართულებით ტურისტული ნაკადი 40%-ით გაიზარდა. ვოიაჟერ 365 მომხმარებელს სამდღიან ტურს ჩერნობილსა და პრიპიატში 1200 ლარად სთავაზობს. როგორც ტურისტული სააგენტოს „ფეისბუქ“-გვერდზეა აღნიშნული, „2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ჩერნობილი, თუ შენ გიყვარს თავგადასავლები და უჩვეულო გამოცდილების მიღება, ეს შენთვის არის.

12-საათიანი ტური ჩერნობილსა და პრიპიატში, სადაც ნახავთ: საავადმყოფოს, რომელმაც ავარიის შემდეგ დაშავებული მეხანძრე-მაშველები მიიღო, საბჭოთა კავშირის საიდუმლო ობიექტი ჩერნობილ – 2, გიგანტური რადარი “დუგა – 1”, ქალაქი პრიპიატი, ჩერნობილის განახლებული სარკოფაგი და 22 სხვა ლოკაცია ჩერნობილისა და პრიპიატის ტერიტორიაზე“.

ამ შეთავაზებამ მის მომხმარებელს შორის არაერთგვარივანი რეაქცია და კომენტარები გამოიწვია.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

„ჯერ ბავშვს გავაკეთებ და მერე წავალ…“

„რა გაწუწუნებთ. ოთხი თირკმელით ჩამოხვალთ და ორს გაყიდით“

„გრაფიტის აბაზანებზე იქნება ფასდაკლება? ატომების კოქტეილები?“

„აბა, ერთი კაცი საიქიოსკენ და გავდივაართ..“

„საოცარი თავგადასავალი მათთვის, ვისაც უნდა სიმაღლეში მომატება“

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სერიალი „ჩერნობილი“ გადაიღეს, ტრაგიკული შემთხვევის ადგილას ტურისტული ნაკადი არ წყდება და ზოგ შემთხვევაში, სრულად არაადეკვატური ფოტოებიც ქვეყნდება, რის გამოც სერიალის შემქმნელებმა წუხილი გამოთქვეს. მათ მოუწოდეს ტურისტებს, უფრო მეტი პატივისცემით მოეპყრონ ამ ტრაგედიას და იქ დაღუპულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g