სპორტულ დარბაზში ვარჯიშმა, შესაძლოა, მამაკაცების გამელოტება გამოიწვიოს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მძიმე წონებით ვარჯიში გამელოტების საწინდარია. პროცესი განსაკუთრებით ჩქარდება, თუ მამაკაცი პროტეინების კოქტეილსაც ამატებს ვარჯიშს. მეცნიერების თქმით, ვარჯიში და პროტეინები ზრდიან ორგანიზმში ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის რაოდენობას, ეს კი გამელოტების მთავარი ფაქტორია.
დიჰიდროტესტოსტერონს მამაკაცის ორგანიზმი ბუნებრივადაც გამოიმუშავებს და ხელს უშლის თმას, აითვისოს სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებები. დიჰიდროტესტოსტერონის რაოდენობის ზრდაც სწორედ ამიტომ უწყობს ხელს გამელოტებას.
