LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

200
cagareli

ნუ იჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, არ ღირს გარისკვა და ავანტურული გადაწყვეტილებების მიღება, მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია კონფლიქტების და პროვოკაციების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ახალი პროექტების პრეზენტაციისთვის, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადატვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, იოგურტით და ხაჭოთი, ბანანით, გოგრის მარცვლით და ზეთით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და მხედველობას, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი და ლურჯი, ასევე ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, რთული დღე ელით თხის რქასა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g