LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა

636
avaria

თურქეთში, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე გამთენიისას ავარია მოხდა, რასაც საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილთაგან ერთის ცხედარი რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის, ხოლო მეორე დაბა ფაზარის პროზექტურაშია მოთავსებული.

ადგილზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები არიან. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g