ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ პირველი სელფი გადაიღო, ფოტო გაერო-ს „ტვიტერის“ გვერდზე განთავსდა,
მსახიობმა სელფი ნიუ-იორკში, პარიზის შეთანხმების ხელმოწერისას გადაიღო, სადაც ლეო მოხსენებით გამოდიოდა. ფოტოს გადასაღებად კი შესვენების დროს მოიცალა.
მოგვიანებით სელფი ავტოგრაფთან ერთად გაერო-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
„ლეო დიკაპრიო გაერო-ს მშვიდობის ელჩის მოვალეობებს სრული სერიოზულობით უდგება,“ – წერია ფოტოს კომენტარად.
.@LeoDiCaprio takes his UN Messenger of Peace duties seriously! Thanks for the #ParisAgreement support! pic.twitter.com/MXKmVxpTL8
— United Nations (@UN) April 22, 2016