LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხთბანვის რიტუალი და 12 სახარება სამებაში – დღეს დიდი ხუთშაბათია

112

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები დიდი ხუთშაბათს აღნიშნავენ, საღმრთო ლიტურგიას უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

წირვაზე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, როგორ აზიარა იესომ პირველად მოციქულები.

წირვის ბოლოს კი ფეხთბანვის წესი შესრულდება – პატრიარქი 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანს.

დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით 12 სახარებას წაიკითხავენ – სასულიერო პირები წმინდა სახარებიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილს, სადაც უფლის გაცემის, წამებისა და ჯვარცმის შესახებ იქნება საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g