მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:38-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ჩვეულებრივზე მეტად მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ, თუმცა ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეს ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი მოთუშული და ცოცხალი ბოსტნეულით, ხილით, თაფლით და რძის პროდუქტით, მიირთვით უგაზო მინერალური წყალი ლიმონით და დროებით შეზღუდეთ ტკბილეულის, ცომეულის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმონისფერი და ცისფერი, ლურჯი და მწვანე, ასევე აგატი, მალაქიტი და მარგალიტი, ქრიზოპრაზი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს, მორიელს და თევზებს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი, სასწორი და მშვილდოსანი.