LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიამ საზოგადოებას დასცინა, იქნება მასშტაბური მიტინგი, გადაიკეტება ცენტრალური გამზირი“

137
აბესაძე

საპარლამენტო ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს და მიიჩნევს, რომ საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა. რადიო „ფორტუნას“ „დღის თემაში“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მინისტრი გახარია არც პოლიტიკური და არც მორალური უფლებით აღარ სარგებლობს, რომ თანამდებობაზე იყოს.

ირაკლი აბესაძე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი:

„უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენ თვალს ვადევნებთ ხელისუფლების აბსოლუტურ პანიკურ, უპასუხისმგებლო და ქაოტურ რეაქციებს იმ მძიმე მოვლენებზე, რომელშიც მთავარი დამნაშავეები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდია. ბახტაძის განცხადებების შეფასებას ალბათ აზრიც არ აქვს, სამწუხაროდ პრემიერი უბრალოდ პოლიტიკური ბუტაფორიაა და ის ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას. ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო სისხლიანი ღამის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მის მიერ გაკეთებული განცხადებები და კეკლუცობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელწერა არ იყო რეზინის ტყვიები. ამ დროს შსს მინისტრს ბრძანება გაცემული ჰქონდა, რომ დარბევა ყოფილიყო სწორედ რეზინის ტყვიებით. რაც შეეხება გახარიას პოზიციას, ის საუბრობს ერთის მხრივ , რომ პასუხისმგებელია რაც მოხდა, ამას ვერავინ გაურბის, იმიტომ რომ შედეგი უმძიმესია, არიან დაშავებულები, რამდენიმეს თვალის ამოღება დასჭირდა, ამას გახარიაც ვერ უარყოფს, თუმცა რა თქმა უნდა, დაცინვაა საზოგადოების, როცა მინისტრი საუბრობს, რომ უნდა დარჩეს სისტემაში და გამოძიების შემდეგ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას. უნდა გავმიჯნოთ ორი რამ. თუ ვსაუბრობთ, გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ამას გამოძიება სჭირდება და თუ გამოძიებით გამოიკვეთა შესაბამისი ფაქტები, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ სპეცრაზმელებთან ერთად, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ. მეორე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – რასაც არ სჭირდება გამოძიება და ფაქტებით დადასტურება თუ ვინ იყო საკითხში დამნაშავე. დამდგარი შედეგი არის უმძიმესი, დასახიჩრდნენ ადამიანები, სწორედ ამ საკითხზე უნდა იღებდეს შსს მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, როცა გახარიამ დაკარგა საზოგადოების ნდობა და ვხედავთ, ფაქტობრივად, ერთსულოვან მოთხოვნას, რომ ის უნდა გადადგეს.  კიდევ იქნება ფართომასშტაბიანი მიტინგი, გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური გამზირი, სწორედ მინისტრ გახარიას პასუხიმგებლობის მოთხოვნით, ის პოლიტიკური და მორალური უფლებით აღარ სარგებლობს, რომ იყოს ამ თანამდებობაზე“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g