კაილი ჯენერი დედასთან, კრისთან და ქალიშვილთან, შტორმისთან ერთად, არაბული Harper’s Bazaar-ის ახალი ნომრის სახეა. ამერიკელი სატელევიზიო სახეების ფოტოები საზაფხულო გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.
სურათებზე, რომლებიც Morelli Brothers-მა გადაიღო, ვარსკვლავები საკმაოდ გლამურულად გამოიყურებიან. კადრებში ისინი კრისტინა ფიდელსკაიას, ,,დოლჩე და გაბანასა” და ,,ოსკარ დე ლა რენტას” ლუქებით მოხვდნენ, რომლებსაც ,,პრადას” ფეხსაცმელები შეუხამეს.
აღსანიშნავია, რომ 1 წლის გოგონა ჟურნალის გარეკანზე პირველად მოხვდა.