LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AtlasGlobal ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება

185
KK

1 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ ავიაბაზარზე თურქული AtlasGlobal ბრუნდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციიით, ავიაკომპანიამ გუშინ მათ უკვე მიმართა და საჭირო დოკუმენტაციაც წარმოადგინა ფრენების განხორციელებაზე ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით. როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნულ დოკუმენტებს უახლოეს დღეებში შეისწავლიან, რის საფუძველზეც AtlasGlobal-ს საქართველოში ოპერირების ნებართვა მიენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ავიარეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შესრულდება, ვინაიდან AtlasGlobal სწორედ აეროპორტ “სტამბოლშია” ბაზირებული.

პირველად ისტორიაში, ფინეთსა და შვედეთს პირდაპირი ფრენით დავუკავშირდებით

"სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია"

ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიარეისების შესრულების დაწყებას 16 ივლისიდან, კვირაში 7 სიხშირით გეგმავს.

შეგახსენებთ, AtlasGlobal-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები 2018 წლის 26 აპრილიდან შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები