LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, ფინეთსა და შვედეთს პირდაპირი ფრენით დავუკავშირდებით

1034
collage

მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანიავიზეართან 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

12 ახალი ევროპული მიმართულება ქუთაისიდან - რომელ ქალაქებში იფრენთ წლის ბოლოდან

შეთანხმებას ხელი ქართულმა და უნგრულმა მხარეებმა უკვე მოაწერეს.

შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში – ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ტურისტული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა რეალურად უფრო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად ვაქციოთ, რომლის მონახულებაც ერთნაირად უხარია როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები