პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა სიმღერა „არასდროს“ შეასრულეს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეძღვნება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.
აღნიშნულ ვიდეოს netgazet.ge ავრცელებს