დღეს დილით ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ღვინო და სუვენირები მოიპარა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტი ტურისტულ სეზონზე არაერთხელ დაფიქსირდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანი. ნივთები, რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19. 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.