საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი ცნობილია. როგორც ”ფორტუნას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 26 მაისს, 12 საათზე თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება. ფიცის დადების ცერემონია თბილისის პარალელურად ჩატარდება იყალთოში, ვარძიაში, ბათუმში, ქუთაისში. თავისუფლების მოედანზე და რეგიონებში მოეწყობა ტექნიკის გამოფენა. 27 მაისს კი, იპოდრომის ძველ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ბრიტანელები ავიაშოუს მოაწყობენ.
ტრადიციულად, საღამოს გალა-კონცერტი ჩატარდება.