LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსფერებზე ჩალიჩი გრძელდება: რამდენიმე ოფიციალურად გაიფორმეს – ამბები მოკლედ

92
775194348-166

„ლივერპულს“ ახალ სეზონში ეიმედება დივოკ ორიჯის, თუნდაც ბელგიელმა კონტრაქტი არ გააგრძელოს.

ბერგამოს „ატალანტა“ აპირებს ჩემპიონთა ლიგის თამაშები მილანის „სან სიროზე“ ითამაშოს.

„ჯენოას“ მცველი რომერო „იუვენტუსში“ გადის სამედიცინო შემოწმებას.

„რეალი“ ლუკა ზიდანს იჯარით „რასინგს“ მისცემს.

El Transistor‏: „არსენალი“ არ არის დაინტერესებული ლუკას ვასკესით.

„ინტერის“ ბელგიელით რაჯა ნაინგოლანით ორი ჩინური გუნდია დაინტერესებული.

„პორტოს“ ინტერესს წარმოადგენს პსჟ-ს მეკარე ტრაპი.

დუშან ტადიჩმა კონტრაქტი გააგრძელა „აიაქსთან“. მან სეზონის 56 მატჩში გოლი+პასის სისტემით 63 ქულა მოაგროვა.

 

„იუვენტუსმა“ არ მიყიდა მოიზე კინი „ევერტონს“ 30 მლნ ევროდ.

„ინტერი“ 45 მლნ ევროდ იყიდის „კალიარის“ ნახევარმცველ ბარელას.

პსჟ ბაკაიოკოთი დაინტერესდა.

„ბაიერნს“ დააინტერესა „მონაკოს“ მცველი ბენჯამინ ჰენდრიქსი და მზადაა მასში 25 მლნ ევრო გადაიხადოს.

„მილანმა“ გაიფორმა „ემპოლის“ საუკეთესო მეპასე კრუნიჩი.

Goal.com: მაგუაირი მზადაა „მანჩესტერში“ გადავიდეს.

„ლესტერმა“ „მონაკოდან“ გამოისყიდა ტილემანსი 40 მლნ ფუნტად. ეს კლუბის რეკორდია.

ლუკა ერნანდესი „ბაიერნის“ ფეხბურთელად წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები