ბათუმში მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, სადაც სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი გამოვიდა.
მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირის დანგრევა საქართველოს, პოლონეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის პოზიტიური მოვლენა იყო. მისივე თქმით, წელს ევროპის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება.
რა საკითხებს განიხილავენ ორდღიან კონფერენციაზე
ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" იუბილეზე საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდება
“საბჭოთა კავშირის კოლაფსის დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.