ერთი დაღუპული და 13 დაშავებული – ასეთი შედეგი მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერმა ხანძარმა გამოიწვია. ინფორმაციას tass.ru ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე გავრცელდა.
ცეცხლის ლოკალიზებას 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი ცდილობდა.
ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.