საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 18-21 მაისს გაიმართება სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის XXI ყოველწლიური გამოფენა – Caucasus Build. როგორც ”ფორტუნას” ”ექსპო ჯორჯიადან” აცნობეს, გამოფენა წარმოადგენს რეგიონის უმსხვილეს ინდუსტრიულ ღონისძიებას, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის მონაწილეებისა და პროფესიონალი დამთვალიერებლების რიცხვს.
მათივე ინფორმაციით, წლევანდელ გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის 150-მდე კომპანია, რომლებიც სრულად მოიცავენ სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართლებას: სამშენებლო და სარემონტო მომსახურება, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სამშენებლო მასალები, არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება, დიზანი და პროექტირება, სახურავი და საფარი, ფასადი და მოპირკეთება, გარე სამუშაოები, ტიხრები, ჭერი, სართულები, სტრუქტურა, სუბსტრუქტურა, კიბეები და ბალუსტრადები, ასევე სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება.
”Caucasus Build იდეალური ადგილია სამშენებლო ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისთვის გაიცნონ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების უახლესი პროდუქცია და სერვისები. ჩვენ გთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეხვდებით მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სერვისის მიმწოდებლებს და დაამყარებთ წარმატებულ პარტნიორობას. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები სრულად დაიკავებენ გამოფენების ცენტრის V, VI, XI პავილიონებსა და გარე სივრცეს რაც ჯამურად 3000 კვ.მ. ტერიტორიას აღემატება”, – განაცხადეს ”ექსპო ჯორჯიაში”.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Caucasus Build-ის ოფიციალურ ვებ გვერდს – www.buildexpo.ge ან Facebook გვერდს www.facebook.com/caucasusbuild