ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო, თუმცა არცერთი ადამიანი არ დაავადებულა.
„ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არის, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იმისათვის, რომ რისკის მინიმუმამდე დავიყვანოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.