LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

743
მიხეილ ცაგარელი

ნუ ენდობით წინათგრძნობას, იმოქმედეთ მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით. არ ღირს ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რომელთა გამოაშკარავება სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, არ ღირს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამოსის მორგება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადაიტვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით, ხილით და ბოსტნეულით, რძის ნაწარმით, უცხიმო ხორცით და თევზით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ძალების გავლენისგან, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ სიზმარს, რომლებიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით რთული დღე ელით ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები