საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 35 პროცენტი პასუხობს, რომ “არაფერი”.
ამავე კითხვაზე, 15 პროცენტი მთავარ მიღწევად ჯანდაცვას ასახელებს. მოსახლეობის 26 პროცენტს კი პასუხი არ აქვს.
მოსახლეობის 52% მიიჩნევს, რომ მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება – IRI
კვლევა ორგანიზაციამ 18 ივლისს გამოაქვეყნა.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1 500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2,5 პროცენტს შეადგენს.