LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუტიზმს ტელევიზორს, კომპიუტერს, აცრებს და მძიმე მეტალებს აღარ ვაბრალებთ“ – მედეა ზირაქაშვილი აუტიზმისა და გენების კავშირზე

14853
medea-ziraqashvili-child-news19

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული ყველაზე ხანგრძლივი კვლევა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიის დასადგენად უკვე ხელმისაწვდომია და მისი დეტალების შესახებ ვრლად ბავშვთა ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი წერს: ,,22 000 აუტიზმის სპექტრის აშლილობით ბავშვის გამოკვლევით და მათ ოჯახებზე და ნათესავებზე მრავალწლიანი დაკვირვებით, მეცნიერებმა ერთხმად დაამტკიცეს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიას აქვს გენეტიკური ბაზისი, მცირე ხარისხით თამაშობს როლს გარემოც. აღნიშნული
კვლევა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის ეტიოლოგიის დასადგენად დღემდე არსებულ კვლევათა შორის, ყველაზე მასშტაბურია. კვლევა ეყრდნობა 5 წამყვანი ქვეყნის: დანია, ფინეთი, შვედეთი, ისრაელი, ავსტრალია- მონაცემებს“, – წერს მედეა.

ნევროლოგი კომენტარებში დასძენს, რომ მსგავსი მასშტაბური კვლევები აუცილებელია და მომავალშიც დაელოდება ასეთ შედეგებს: „აუტიზმს ტელევიზორს, კომპიუტერს, აცრებს და მძიმე მეტალებს აღარ ვაბრალებთ“ – წერს მედეა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g