„რადიო დუეტს” კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მისი ახალი ნამუშევრის პრემიერა შემოგვთავაზა. ნანა ცინცაძის ლექსზე დაწერილ სიმღერას, ნანი ბრეგვაძე, მიშო ჯავახიშვილი და თავად კომპოზიტორი ასრულებენ. სიმღერა 4 წლის წინ სპეციალურად მიშასთვის დაიწერა, არანჟირების გაკეთების შემდეგ კი სოლო სიმღერის ტრიოდ გადაკეთება გადაწყდა. გადაცემის ფარგლებში სატელეფონო ჩართვა განხორციელდა ნანი ბრეგვაძესთან, რომელმაც აღნიშნა, რომ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ავტორის მიერ შეთავაზებულმა სიმღერამ, მაშინვე დათანხმდა…