LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი ამ ქალს რომ ვუყურებ, ამად ღირს ადამიანი საქართველოში“

15939
SOFO MTIVLISHVILI

ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი, თბილისში, კოსტავაზე ქუჩაში მცხოვრებ ქალზე წერს. უკვირს, რომ წლებია ქალი ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს და ყურადღებას არავინ აქცევს.

„ეს ქალი, აშკარა ფსიქიკური პრობლემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სულ მცირე ერთი წელია ცხოვრობს.

ერთი წელი იმიტომ რომ ეს დროა, რაც აქ ვმუშაობ და ამ ადამიანის უბედურებას ვუყურებ.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს დაუნახავს, საჯარო მოხელეებს, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვინც ზრუნავთ მათაც. უბრალო ადამიანებს, გამვლელებს, სამართალდამცველებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ პოლიციის განყოფილებასთან ზის ახლაც. ყველას დაგვინახავს, მათ ვისაც მისი ცხოვრების შეცვლა მეტ-ნაკლებად შეგვიძლია.

მაგრამ ეს ქალი ისევ ასე, საცოდავად ცხოვრობს, თითქოს ადამიანად აღარ აღვიქვამთ, ისე შეეჩვია თვალს, ამ ქუჩაზე მისი ყოფა. თითქოს ასეც უნდა იყოს. რომ იქექებოდეს ნარჩენებში, ცხოვრობდე ყუთში, ქონდეს არაადეკვატურ ქცევები და ა.შ.

ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებს და კატებსაც კი ვამჩნევთ და ამ ქალს ვერა.

აი ამ ქალს რომ ვუყურებ, ამად ღირს ადამიანი საქართველოში. არაფრად ღირს,“ – წერს სოფო მთივლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g