ტკივილის შეგრძნება, დაბინდული ხედვა და მარცხენა თვალში სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება – ეს ის სიმპტომებია, რის გამოც 41 წლის ბრიტანელმა ქალმა ოფთალმოლოგს მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ის კონტაქტურ ლინზებს დაბანისა და ცურვის დროს არ იხსნიდა.
სათვალე არის თვალის ყავარჯენი, რომელიც დახმარების ნაცვლად, თვალს რეალურად მხედველობის გაუმჯობესებაში არ ეხმარება. ამის შესახებ ”ფორტუნას” თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-მაგო“-ს ხელმძღვანელმა, პროფესორმა, 12 გამოგონების ავტორმა, ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრმა მაკა გოგიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თვალის დაავადებების მკურნალობა მათ კლინიკაში დროით გამოცდილი მეთოდით- მაგოთერაპიით ხორციელდება. ”მაგოთერაპია არის ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) მეთოდი, როდესაც ინოვაციური აპარატურით ჩვენ ვაღორძინებთ ორგანიზმის […]
კლინიკა, რომელიც უარყოფს სათვალეებსა და ლინზებს: რას გულისხმობს მაგოთერაპია?
Nejm.org წერს, რომ პაციენტს მარცხენა თვალში ბეჭდის ზომის ინფილტრატი აღმოუჩინეს, რქოვანაზე გაჩენილი ნაწიბურები კი იმაზე მიუთითებდა, რომ მას კერატიტი სჭირდა.
ამ დაავადების დროს თქვენ მკვეთრად ვეღარ ხედავთ და საბოლოოდ, შეიძლება, თვალში მხედველობა სრულად დაკარგოთ. ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალს ინფექცია იმის გამო შეეჭრა, რომ დაბანისა და ცურვის დროს ლინზებს არ იხსნიდა.
ექიმთან მისვლიდან 12 თვის შემდეგ 41 წლის ბრიტანელმა კერატოპლასტიკა გაიკეთა და ვიზუალური სიწმინდე შედარებით მკვეთრი გახდა, თუმცა დაავადებისგან სრულად განკურნება ვერ შეძლო.