LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შანსები ევროკავშირში იზრდება – ქუთაისი “ევრონიუსის” ყურადღების ცენტრშია

130
ბახტა

“ქუთაისი იმედოვნებს, რომ ავტომობილების გლობალურ წარმოებაში მოწინავე იქნება ელექტრონული ავტომობილების საწარმოს გახსნის შემდეგ, რომელიც წელიწადში 4 000 მანქანის გამოშვებას გეგმავს, – Euronews ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას.

ჟურნალისტი წერს, რომ პროექტში საქართველოს სამრეწველო ჰოლდინგ „აი ჯგუფის“ და ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მანქანათმშენებელი კორპორაცია „ჩანგანის“ ინვესტიცია ჩაიდო. აქვე აღნიშნულია, რომ ის მსოფლიოში ავტომობილების ისეთი უმსხვილესი მწარმოებლების პარტნიორია, როგორებიცაა – „ფორდი“, „ფოლკსვაგენი“, „ვოლვო“, „მაზდა“ და „სუზუკი“. 

სტატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის – მამუკა ბახტაძის სიტყვებიცაა მოყვანილი, სადაც ის ამბობს, რომ პროექტს ენთუზიაზმით უყურებს. ბახტაძე აღნიშნავს, რომ საწარმო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ისტორიაში ახალ თავს დაწერს.

„მას დადებითი გავლენა ექნება ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურაზე იმდენად, რამდენადაც 2 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და იმავდროულად დაგვეხმარება საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში“, – აცხადებს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g