LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული ტელევიზორები დღეიდან ”გორგიაში” გაიყიდება

840

30 მაისიდან რეალიზაციაში პირველი ქართული ტელევიზორები ჩაეშვება და ისინი ჰიპერმარკეტ ”გორგიაში” გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” ”AG მიკროელექტრონიქსის”  ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, ”გორგიას” ქსელში  100 ცალი ტელევიზორი შევა და მისი ყიდვის შესაძლებლობა მომხმარებელს, დღეს შუადღიდან ექნება.

”ამ წუთებში შეგვაქვს ჰიპერმარკეტში ჩვენი ტელევიზორები. საწყის ეტაპზე  ”გორგიას” ქსელში  100 ტელევიზორი განაწილდება, მოთხოვნის შესაბამისად კი მათ რაოდენობას გავზრდით. რაც შეეხება ტექნიკის სხვა მაღაზიებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ”ტექნობუმთან”, ”მეტრომარტთან” და ”ელიტ-ელექტორინქსთან”, სადაც უახლოეს დღეებში ასევე იგეგმება ”AG მიკროელექტრონიქსის”   ტეელვიზორების შეტანა”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქართული ტელევიზორების შეძენა ქარხნიდან 400-დან 600 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მაღაზიების შემთხვევაში კი ტელევიზორების ფასი 10-15%-ით გაიზრდება. ”გვაქვს 2 სახეობის ტელევიზორი. ერთი 32-ინჩიანი, მეორე კი 40-ინჩიანი. შესაბამისად, ღირებულებაც პირველის შემთხვევაში 400 ლარია ქარხნიდან თუ წაიღებთ, მეორე კი 600  ლარი ღირს”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე თქმით, ”AG მიკროელექტრონიქსმა”  ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა. ”იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, ვფიქრობ, რომ ადგილობრივად  ქართულ ტელევიზორებზე მოთხოვნა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ფასსა და ხარისხსაც, წესით რეალიზაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, -განაცხადა კომპანიის  ფინანსურმა დირექტორმა.

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” 2014 წელს დაარსდა.  საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში და აქ 40 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები