LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლარე აიძულა ფული და სიგარეტი მიეცა – ყაჩაღობის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

141
ყაჩაღობა

თბილისში მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს–ის ცნობით, აღნიშნული პირი თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე  ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე, დადგინდა, რომ ი.მ.-მ  იმავე დღეს, დილის საათებში,  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g