ორჯერ მეტი ნაგავი შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით – კვლევა საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და ღია ზღვის სანაპირო წყლებში ჩატარდა და საგანგაშო შედეგები დაიდო. აღმოჩნდა, რომ შავი ზღვა სავსეა ბოთლებით, კანფეტების შესაფუთებით და ჩანთებით – ზღვის ნაგვის 83% ეს ნივთებია. ამის შესახებ rferl.org წერს.
ყოველ თითო კვადრატულ კილომეტრზე 90-ზე მეტი ასეთი ნივთია. კვლევებში ნათქვამია, რომ დაბინძურების კონცენტრაცია ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად მაღალია, რომ ტოქსიკურობის ზღვარს აჭარბებს.
„უკრაინის უდიდეს მდინარეებს შავ ზღვაში ერთ საათში 6-დან 50-მდე ერთეული ნაგავი ჩააქვთ. შესაბამისად, შავ ზღვაში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოდის 90,5 ერთეული ნაგავი. შედარებისათვის ხმელთაშუა ზღვაში კვადრატულ კილომეტრზე ნაგვის რაოდენობა შეადგენს 50 ერთეულს. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ შავ ზღვაში ნაპოვნი ქიმიური ნივთიერება, ბენზოაპირენი, პესტიციდები და ინსეკტიციდები, საშიშია ცხოველებისა და ადამიანის სიცოცხლისათვის“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.
ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევების შედეგები, სავარაუდოდ, არსებული რისკებისა და შიშების გათვალისწინებით, შავი ზღვის “სტატუსი” გაუმჯობესდება და მას უფრო მეტი ყურადღება მიექცევა.
ევროკავშირის შავი ზღვის მონიტორინგის პროექტი 2020 წლამდეა და მისი ბიუჯეტი 1, 6 მილიონი ევროა.