უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რომ ხუთივე დაკავებული ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ხუთივე პირს განესაზღვრა ვადა, რათა უკრაინის ტერიტორია დატოვონ.
უკრაინის პოლიციამ მასშტაბური რეიდი ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე ჩაატარა და 119 არალეგალი დააკავა. ადგილობრიივ პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორიან არიან საქართველოს, აზერბაიჯანის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები.
კიევში 119 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის ქართველები დააკავეს
ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა
პოლიციის ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.