LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ სანიკიძე:“ვფიქრობ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება“

105

“ვფიქრობ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი იმისათვის, რომ სწორედ განისაზღვროს სისტემის განვითარების მიმართულებები.

“ძალიან უპრიანია, სწორედ ახლა, რომ დამოუკიდებელი თვალით  იქნეს დანახული ის ქმედებები შეფასებული, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სამი ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის იმისათვის, რომ სწორედ განისაზღვროს სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. ვფიქრობ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება“ – განაცხადა სანიკიძემ.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე მის გათავისუფლებას არ უკავშირებს გუშინ ყოფილი პრემიერმინისტრის ინტერვიუს. ჟურნალისტის სალომე ასათიანის და, ნატა ასათიანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ განათლების უკვე ყოფილი მინისტრო გიორგი კვირიკაშვილმა დრეს, რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლა.

magti 5g