კომპანია Skoda-მ ორი სპეც-ვერსიის დებიუტი დააანონსა. მდიდრული კომპლექტაციას და ექსტერიერის შავ ელემენტებს ორიგინალი ჰეტჩბეკი Scala და კროსოვერი Kamiq მიიღებენ. სიახლეების პრემიერა ფრანკფურტის ავტოსალონზე სექტემბრისთვის შედგება.
პირველი Skoda Monte Carlo ჩეხურმა ფირმამ 1936- 1939 წლებში გამოუშვა და მისი ტირაჟი სულ 70 ეგზემპლარი იყო.
„შკოდამ“ თანამედროვე სახე 2011 წელს მიიღო და სხვადასხვა წლებში მისი სპეც-ვერსიები Fabia, Citigo, Rapid და Yeti გამოდიოდა.