კიმ კარდაშიანი აქტიურადაა დაკავებული კანიე უესტის დაბადების დღის სამზადისით. რეალითი-შოუს ვარსკვლავი თავად არის ღონისძიების ორგანიზატორი. 8 ივნისს კანიე 39 წლის ხდება და მეუღლეს სურს, ეს დღე დაუვიწყარი გახდეს მუსიკოსისთვის. კიმ კარდაშიანი ამჯერად ნიუ-ორკის ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორნიდან გამოსვლისას დააფიქსირეს, სადაც მან მეუღლესთან ერთად ისადილა და წვეულების დეტალები განიხილა.
ამავე დღეს წყვილი ბროდვეიზე გადაიღეს, სადაც ისინი ქალიშვილთან ერთად მუსიკალური ფესტივალის გახსნაზე იმყოფებოდნენ, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო. კიმი ბრწყინავდა შავ-თეთრ კოქტეილის კაბაში. საკუთარი დიზაინით შექმნილი დეკოლტირებული კაბა შავი ატლასისა და თეთრი მაქმანის ტანდემს წარმოადგენს. ეს ის შემთხვევაა, როცა 35 წლის კარდაშიანის ჩაცმის სტილზე მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება.