LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევრო 2016”-ის ფარგლებში დაგეგმილი ტერაქტების სერია აღკვეთეს

90

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 15 ტერაქტი აღკვეთა, რომელიც საფრანგეთში „ევრო 2016“-ის ფარგლებში იგეგმებოდა, „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერაქტები ჩემპიონატის დაწყებისას და შემდეგ – მსვლელობისას იგეგმებოდა.

საქმეზე სამართალდამცველები თითქმის ექვსი თვის მანძილზე მუშაობდნენ. გრიცაკის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში უწყების თანამშრომლებმა შეიტყეს, რომ უკრაინაში ჩავიდა საფრანგეთის მოქალაქე, რომელსაც იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა სურდა.

ტერაქტებში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

 

magti 5g