LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი ალერგიის 10 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომის შესახებ გვაფრთხილებს

2034

ცნობილი უკრაინელი ექიმი-პედიატრი ევგენი კომაროვსკი ყურადღებას ამახვილებს ალერგიის 10 ყველაზე გამოკვეთილ სიმპტომზე. ესაა 21-ე საუკუნის დაავადება, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით იჩენს თავს. თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გამუდმებით გაწუხებთ, ე.ი. ალერგიამ თქვენც შემოგიტიათ.

  • ქრონიკული გამონადენი ცხვრიიდან

თუ ცხვირში გამუდმებულ სისველეს გრძნობთ, ნუ იფიქრებთ რომ ეს გაჭიანურებული ვირუსული ინფექციის ბრალია. ყვავილობის სეზონზე ეს სიმპოტომი პირდაპირ კავშირშია ალერგიასთან. თან იმ ფონზე, რომ არანაირი ცხვირის საშუალება, იქნება ეს სპრეი თუ წვეთები, ეფეტქს არ იძლევა. ეს სიმპტომი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში

  • სილურჯე თვალის გარშემო

სილურჯე თვალის გარშემო ალერგიის კიდევ ერთი სიმპოტომია. ეს ხდება მაშინ როცა ქავილის დროს თვალებს ისრესთ. ამ დროს ძალზედ ეფექტურია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, რაც ახშობს ქავილის და ცემინების სიმპტომს. თუ ამ წამლებსაც ეფექტი არ აქვს, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

  • სუნთქვითი პრობლემები

თუ ცხვირში სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება გაციების ბრალია, ეს ორი კვირის მანძილზე უნდა ალაგდეს. თუ სიმპტომი არ გადის, საქმე კვლავ ალერგიასთან გვაქს. ასეთ დროს ზედა სასუნთქი გზები შეშუპებულია და გამოყოფს დამატებით სითხეს. ამის ბრალია ჭარბი გამონადენიც ცხვირიდან.

  • ხმიანობა სუნთქვისას

ხმიანობა სუნთქვისას ხშირად ასთმასაც უკავშირდება, ასევე ის შეიძლება მძიმედ მიმდინარე ალერგიასაც ახასიათებდეს. ეს ხმიანობაც კავშირშია ზედა სასუნთქი გზების დაზიანების პროცესთან. თუ მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება პაციენტის სტაციონარში გადაყვანაც კი გახდეს საჭირო. აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ სუნთქვას თან ახლავს მკვეთრად გამოკვეთილი ხმიანობა.

  • ქავილით გამოწვეული სიწითლე

ქავილი შესაძლოა გამომშრალი კანის სიმპტომი იყოს, მაგრამ თუ მას ერთვის სიწითლე, ეს უკვე ალერგიული რეაქციაა. ხშირად კანი წითლდება საპნის, სარეცხი საშუალებებისა და უხეში ქსოვილების ზემოქმედებისას. ეგზემას ანტიჰისტამინური საშუალებითა და სპეციაური კრემებით მკურნალობენ.

  • ჭინჭრის ციება

ასეთ დროს კანზე ჩნდება ღია ვარდისფერი ფერის ბუშტები, რომელიც კანზე შესაძლოა კვირაობით არ გაქრეს. ასეთი სახის ალერგია ჩნდება საკვებზე, მედიკამენტზე ან მწერის ნაკბენზე. თუ ანტიჰისტამინური საშუალებები თქვენზე არ მოქმედებს, დროა სტეროიდების შემცველ პრეპარატებზე გადახვიდეთ. ყველაზე კარგი საშუალებაა დაადგინოთ, რა იწვევს ამ ალერგიულ რეაქციას და მოერიდოთ გამღიზიანებელ ფაქტორებს.

  • უძილობა

კანის ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სისველე ცხვირში, როგორც წესი, ადამიანებში უძილობას იწვევს. ხანდახან მშვიდ ძილს სპაზმური ხველა ან რომელიმე მედიკამენტი უშლის ხელს.

  • ყურადღების კონცენტრაცია

რთულია კონცეტრირება საქმეზე, როცა მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება გაქვთ. ამავე დროს კონცეტრაციის უნარს აქვეითებს ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებსაც ხშირად სედატიური ეფექტიც აქვთ.

  • დაღლილობა

ალერგია ადამიანს უდიდეს ენერგიას ართმევს. იმუნური სისტემა იძულებულია მუდამ ებრძოლოს ამ დაავადებას. თუ სიტუაცია უმართავი ხდება, სჯობს ექიმმა მიიღოს მკურნალობის ალტერნატიული ზომები.

  • დეპრესია

მეცნიერებმა ბოლო დროს იპოვეს პირდაპირი კავშირი ალერგიასა და ადამიანის დეპრესიულობას შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g