LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში – ოთარ კახიძე ბიძინა ივანიშვილზე

305
ოთარ კახიძე

ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ ცუდად დაამთავროს. ვერ ხვდება, რომ სახაზავს რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში,– ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე რუსთავი 2–ის ყოფილი გენერალური დირექტორის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაბარებას. 

პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი: ნიკა გვარამიას დღეს ბრალს წაუყენებენ

ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელძღვანელობით 6 763 510 ლარი იზარალა.

მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ განადგურდეს, იარსებოს და ოპოზიციაში გადავიდეს.

გამოძიების კითხვებს ყველამ უნდა უპასუხოს, არც გვარამიაა გამონაკლისი – დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურაში გვარამიას დაბარებას ეხმიანება. 

“ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ, სამსართულიანი სახლი აიშენონ თუ ხუთიანი, აუზით, საუნით, თუ სარდაფებით,

და რითია ამ დროს პროკურატურა დაკავებული?

თურმე ხაზარაძემ თავისი ბანკი დააზარალა და გვარამიამ – რუსთავი ორი. ვთპუ.

გემს მიხედეთ, გემს,”– წერს ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g