LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-რუსეთის ურთიერთობის კრიზისის მიზეზი საქართველოა – ალექსეი პუშკოვი

103

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობის კრიზისის ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოა.

პუშკოვის თქმით, კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ ნატო-ს გაფართოების მცდელობებით დაიწყო.

„პირველ რიგში ეს საქართველოსა და უკრაინას ეხება. ნატო-ს ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას ცდილობდა, როცა საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო“, – განაცხადა ალექსანდრ პუშკოვმა.

მისივე თქმით, კრიზისის კიდევ ერთი მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g