თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის დედამთილი დარეჯან მინდიკაური დაკითხეს. მანდიკაურმა რძალთან ურთიერთობაზე , ასვეე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქაფიაშვილსა და პაპიძეს ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ომარ ქაფიაშვილის დედამ მაგდა პაპიძის სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის პერიოდი გაიხსენა, მისი ინფორმაციით, სადაც ის მუშაობდა, ყველგან ფული ან ნივთები იკარგებოდა.
მინდიკაურის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე მკვლელობის დღეს არ მუშაობდა.
„21.30 საათზე კი მაგდა შემოვიდა ჩემთან. ვკითხე, ბავშვი სად იყო. მიპასუხა, რომ ომარმა თორნიკე ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. გამიკვირდა, რადგან გვიანი იყო. ვუთხარი, დაერეკა მათთვის, მან კი მითხრა, თავად დამერეკა. ვურეკავდი ომარს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მაგდამ კი მითხრა, დავმშვიდებულიყავი, მერე შევიდა საპირფარეშოში და ტილო გარეცხა. ეს არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ საღამოობით ყოველთვის ალაგებდა სახლს“, – განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.