LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კროსოვერი Volkswagen T-Roc კაბრიოლეტად გადაიქცა

136
b09e006f8f47c28c9633db4ab74af6254eb4b433

კომპანია Volkswagen-მა მოდელ T-Roc-ის ბაზაზე შექმნილი სერიული კაბრიოლეტი წარმოადგინა. ტრანსფორმაციის პროცესში კომპაქტური კროსოვერი უკანა კარებების გარეშე დარჩა და სახურავიც დაკარგა. უფრო ზუსტად კი მან მოძრავი გადახურვა მიიღო და კონსტრუქციის გაშლას ზუსტად ერთი წუთი სჭირდება.

სტანდარტული T-Roc-ის გადაკეთებას სერიოზული სამუშაოები დასჭირდა. მაგალითად, საბურავთა ბაზა 40 მმ-ით გაიზარდა, ასევე იატაკის კონსტრუქციაც მაქსიმალურად გაამყარეს. გარდა ამისა, კაბრიოლეტი დამატებითი უსაფრთხოების სისტემებითაც აღჭურვეს.

კაბრიოლეტის სიგრძე 4234 მმ-დან 4268-მდე გაიზარდა, სიმაღლე კი 51 მმ-ით შემცირდა. მოიკლო ასევე საბარგულის მოცულობამაც და სტანდარტული 445-ის ნაცვლად 284 ლიტრი გახდა.

აგრეგატთა ვარიაცია 1,0 და 1,5 ლიტრის მოცულობის ძრავებს ითვალისწინებს. პირველი მათგანის სიძლიერე 115 ცხენის ძალა, მეორის კი 150 ცხენის ძალაა. მოდელმა 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც მიიღო და მისი პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები