LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულს ვღაფავთ… გთხოვთ, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა… – მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან (ვიდეო)

906
BeFunky-collage (17) (1)

მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან – ატირებული ხალხი შველას ითხოვს. მოსახლეობა დახმარებას და რეაგირებას სახელმწიფოს სთხოვს.

“ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა. საშინლად მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. ახლაც, ამხნის ქალი ვარ და არ დავტოვებ, მაგრამ შვილებს და შვილიშვილებს რა ვუთხრა. რა ვუთხრათ იმ დევნილებს, თუ არ დავეხმარებით. ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა…”- ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

„მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და ისხედით თბილისში მშვიდად“ (ვიდეო)

„სულს ვღაფავთ… ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს და ვეღარ ვითმენ, ეს ბოღმები მახრჩობს… სიკვდილი მინდა, მინდოდა დამეჯანჯღარებინა, ან მოვმკვდარიყავი, ესროლათ, იქნებ ამით საქართველო გადარჩეს“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ამ ფონზე კი განცხადება არ გაუკეთებიათ ქვეყნის პირველ პირებს. დუმს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ არ ჩნდება.

აშშ ღრმად შეწუხებულია – რა ურჩია ქართველებს გუგუტიანთკარში ჩასულმა ელიზაბედ რუდმა

ელიზაბედ რუდი დიპლომატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ არხოტის ხეობაში იყო, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დღეს კი სამეგრელოშია, სადაც ის მოსახლეობას და ადგილობრივ ბიზნესმენებს ხვდება. მან მხოლოდ რამდენიმე საათის წინ ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა კომენტარი, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ასევე ამ დრომდე პროცეს არ გამოხმაურებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე" - აშშ-ის საელჩო

„ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის"

გუგუტიანთკარში ერთადერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, ისიც გუშინ გვიან საღამოს, რაც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელი მთავრობა.

ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

გუგუტიანთკარში დღეს ასევე ჩასულები იყვნენ ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g