LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც შვილს არასოდეს უნდა უთხრათ

121

ქალები, რომლებსაც ახსოვთ მშობლების შენიშვნები წონასთან დაკავშირებით ბავშვობიდან, საკუთარი სხეულის ზომებით არც ზრდასრულ ასაკში არიან კმაყოფილი.

ახალი კვლევის მიხედვით, რომლის შესახებაც Independent წერს, ასეთი ადამიანები სიმსუქნისკენაც არიან მიდრეკილები.

„კომენტარები და შენიშვნები ქალის წონაზე არასოდეს არის სწორი, არცერთ ასაკში,“ – განაცხადა კვლევის ავტორმა ბრაიან ვანსინკმა.

კვლევა ჟურნალში „ჭამის და წონის დარღვევები“ გამოქვეყნდა, კვლევის ფარგლებში 20-დან 35 წლამდე 501 ქალი გამოკითხეს საკუთარ სხეულზე შეხედულებების, კვების წესისა და სხეულის მასის ინდექსის შესახებ. ამასთან, მათ კითხეს, ბავშვობის დროს წონის გამო საყვედურობდნენ თუ არა მშობლები.

ქალების უმეტესობა, რომლებსაც სხეულის მასის ინდექსი ნორმაში აქვთ, მშობლების შენიშვნებს ვერ იხსენებენ, ჭარბწონიანები კი აღნიშნავენ, რომ მათი წონით და კვების წესით მშობლები კმაყოფილები არ იყვნენ.

„თუ შვილის წონაზე ღელავთ, ნუ გააკრიტიკებთ მას, ნუ აუკრძალავთ რაიმე საკვების მიღებას. ამის ნაცვლად, დელიკატურად უბიძგეთ, ჯანმრთელი საკვები მიირთვას,“ – აცხადებს ვანსინკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g