გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საზოგადოების კრიტიკას მის შვებულებაში ყოფნაზე პასუხობს.
“4 დღე მქონდა აღებული [შვებულება]. მანამდე, 7-ში როდესაც დაიწყებს ჩარჭობა მილების, ვიყავი იქ. შევხვდი საკრებულოს წევრი იყო იქ, ჩვენი წარმომადგენელიც იყო. მათთან მქონდა ურთიერთობა. მეორე დღეს არაფერი ხდებოდა, მიწყნარდა ეს საქმე, შეჩერდა. შემდეგ წავედი და როდესაც გავიგე ეს სიტუაცია იყო დავბრუნდი”, — ამბობს ის რუსთავი 2-თან საუბრისას.
თავზარაშვილი განმარტავს, რომ შვებულებაში მას შემდეგ, გავიდა რაც გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, 7 აგვისტოს, როცა საოკუპაციო რეჟიმმა ძელების გავლება დაიწყო, ის სოფელში იმყოფებოდა და მოსახლეობასაც შეხვდა.
ჟურნალისტის კითხვაზე რატომ დაბრუნდა 5 დღის შემდეგ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონში ოკუპანტები მიწას იტაცებდნენ, მერი პასუხობს, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რასაც მისი წარმომადგენლები აკეთებდნენ. მისივე თქმით, მოადგილე საქმის კურსში აყენებდა.
“იგივეს აკეთებდნენ, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, როდესაც ასეთი ამბავი მოხდა მე დავბრუნდი. გაკეთებით ვინ, რას გააკეთებდა? თქვენ გააკეთებდით? ან ოპოზიციური პარტიები? ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა”, — აცხადებს გორის მერი.