LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

443
police

ზეტაფონის რაიონულმა სასამართლომ შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა ურთიერთშელაპარაკებისას შვილს, დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

magti 5g