LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, მეტეოროლოგები კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ

49

ძლიერი წვიმის გამო წუხელ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე წყალი დაგროვდა, რამაც მოსახლეობის პანიკა გამოიწვია. ქუჩაზე შეფერხებული იყო მანქანების მოძრაობა, დაზიანდა ასფალტის საფარიც. წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი სანიაღვრე სისტემამ მალევე გაატარა.

ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო ბორჯომში, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქალაქში მოსახლეობის ეზოები და საავტომობილო გზები დაიტბორა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. სეტყვამ სოფელი სადგერიც დააზარალა. ადგილობრივებს მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ.

სინოპტიკოსები დღეს და ხვალ კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი წვიმა ელჭექით, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.

ჰიდრომეტეოროლოგები ვარაუდობენ, 18 ივნისიდან გამოიდარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g