კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია.
ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.
ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.