LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბაზისბანკმა” „რა? სად? როდის?”-ის გამარჯვებულს 3000 ლარი გადასცა

78

”ბაზისბანკმა” „რა? სად? როდის?”-ის გამარჯვებულს 3000 ლარი გადასცა. პროექტის გაზაფხულის ფინალური თამაში ტელემაყურებეთა გამარჯვებით დასრულდა.  საუკეთესო ტელემაყურებელ ვასილ მახარაშვილს  გადაეცა ”ბროლის ბუ”  და ფულადი საჩუქარი ”ბაზისბანკისაგან!”

„ბაზისბანკის” სახელით ვულოცავ ტელემაყურებელ ვასილ მახარაშვილს ღირსეულ გამარჯვებას, მისი კითხვა ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. მოუთმენლად ველით შემოდგომის სერიის დაწყებას, რომელზეც ”ბაზისბანკი” ტრადიციულად ტელემაყურებელთა ინტერესების სადარაჯოზე იქნება“– განაცხადა თამუნა ხადურმა, ”ბაზისბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 4 წელია ”ბაზისბანკი” პოპულარული ტელეგადაცემის „რა? სად? როდისის?“ გენერალური სპონორია და  ტელემაყურებელთა ინტერესებს იცავს. ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს გადაეცემა ”ბაზისბანკის” ვიზა ბარათი და მასზე დარიცხული 500 ლარი, ხოლო თუ ფინალური თამაში სრულდება ტელემაყურებელთა გამარჯვებით, საუკეთესო ჯილდოვდება 3000 ლარით!

ცნობისთვის, რომ ”ბაზისბანკს” უკვე 700–ზე მეტი გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოვებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები